სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
13-11-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლებნ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად ასოციაცია „ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ფარგლებში, ჩხორიის საჯარო სკოლას ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ახალგაზრდები გაცვლითი პროგრამით ეწვივნენ. შედეგად, ინტელექტუალური თამაში „წიგნების თარო“ გაიმართა. 

ინტელექტუალური თამაში სამი ეტაპისგან შედგებოდა. ჩხორიისა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდებისთვის კითხვები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან მომზადდა. ფინალურ ტურში კი ახალგაზრდებს ზოგადი განათლება და ლოგიკა უნდა გამოეყენებინათ.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სერტიფიკატები, გამარჯვებულ გუნდს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

პროექტი - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება” ხორციელდება პროგრამის - პარტნიორობა მეტი გამძლეობისა და მედეგობისთვის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ და ამერიკელი ხალხის დახმარებით.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ასოციაცია „ათინათის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან ყალიჩავას, ღონისძიების ორგანიზატორებს: ქალბატონ სალომე გუგუჩიას, ნინი ღურწკაიას და არაჩვეულებრივ წამყვანს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება