სიახლეები
სკოლები

საინტერესო პროექტები და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები - თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგის ხათუნა გასიტაშვილის პროფესიული საქმიანობა
13-11-2023
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის, თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდამ ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესი შესთავაზონ და მათი განწყობის ამაღლებაზე იზრუნონ, მათ შორისაა დაწყებითი კლასების მასწავლებელი - ხათუნა გასიტაშვილი. 

ის ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებული გარემო შეუქმნას და მათთვის სასკოლო ცხოვრება მეტად საინტერესო გახადოს. 

მისი ხელმძღვანელობით, სკოლაში არაერთი, წარმატებული და საინტერესო პროექტი თუ აქტივობა გაიმართა, რომლებიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა. 

ამჯერად, მან თავის მოსწავლეებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძება გამართა, რომელზეც თავად პედაგოგი გვიყვება, გიზიარებთ ტექსტს უცვლელად: 

„ჩვენს სკოლაში მოეწყო იკობ გოგებაშვილის იუბილესთან დაკავშირებული კვირეული. გავიხსენეთ გასვლითი ღონისძიება, რომელიც მოვაწყეთ მეორე კლასის ბოლოს ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. მოვიძიეთ დამატებითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიის შესახებ, წავიკითხეთ სხვადასხვა მოთხრობები, გავაკეთეთ პრეზენტაციები, ვიმსჯელეთ თითოეული ნაწარმოების დადებით მხარეზე, ვიმუშავეთ ჯგუფებში, გავაცოცხლეთ იაკობი და მისი პერსონაჟები. ბოლოს კი, „იავნანამ რა ჰქმნას“, მიხედვით ბავშვებმა წარმოადგინეს სპექტაკლი.

ასევე, იაკობს წერილიც მივწერეთ წერილი... შევქმენით ალბომები, სადაც იაკობის ნაწარმოებებიდან ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდები ამოწერეს მოსწავლეებმა, ერთმანეთს გაუზიარეს, ფოტოებით და ნახატებით გააფორმეს. ეს დღე მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გამოგვივიდა, რომელმაც ბავშვებში დადებითი ემოცია დატოვა“, - გვიყვება პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება