სიახლეები
სკოლები

„მეგობრობა გზად და ხიდად“ - საინტერესო კლასის საათი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
13-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, რომ პირადი მაგალითს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის ზნეობრივ და ფსიქოემოციურ განვითარებაზე.

სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასში, ჩატარდა კლასის საათი, თემაზე: „მეგობრობა გზად და ხიდად“, რომელსაც დამრიგებელი - თამილა თუთბერიძე ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე, მიწვეული იყო, დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, მაგრამ ამ შემთხვევაში არა როგორც დირექტორი, არამედ, როგორც პედაგოგის საუკეთესო მეგობარი და როგორც ეტალონი მეგობრობისა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ბავშვებთან ძალიან თბილ და შინაურულ გარემოში წარიმართა. პატარები დაინტერესდნენ საიდან დაიწყო მასწავლებლისა და დირექტორი მეგობრობა, როგორი იყო მათი პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები, ასევე მოისმინეს დასამახსოვრებელი ეპიზოდები მათი მეგობრობის წარსული დღეებიდან. 

როგორც პედაგოგი გვიყვება, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ისმენდნენ ისტორიას და საინტერესო კითხვებს სვამდნენ. 

„ბავშვები გაფართოებული თვალებით და ემოციებით სავსე ისმენდნენ ამ ყველაფერს და გამოთქვეს სურვილი, რომ თავადაც უნდათ იყვნენ საუკეთესო მეგობრები ,რომ არასდროს უღალატებენ ერთმანეთს, რომ დაივიწყებენ წყენას, რომ თვითონაც ეცდებიან ერთმანეთის გვერდით იყვნენ ჭირსა და ლხინში... ემოციები იმდენად დიდი იყო მოითხოვეს ამ თემაზე კიდევ გაგვეგრძელებინა საუბრები. ვფიქრობ, ერთი საინტერესო და დამაფიქრებელი დღე ვაჩუქეთ პატარებს და რაც მთავარია, გავუღვივეთ მოტივაცია, თავადაც ღირსეულ მეგობრებად დარჩნენ ცხოვრების ბოლომდე.

ჩემო პატარებო, მე მჯერა თქვენი, თქვენ საუკეთესო პიროვნებებად ჩამოყალიბდებით და რაც მთავარია, გეცოდინებათ იმ საუკეთესო გრძნობის ძალა, რომელსაც მეგობრობა ჰქვია“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება