სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
13-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულია ხელოვანი მასწავლებლებით და მოსწავლეებით. ისინი ხატვასა და ძერწვაში გაწაფულნი არიან.

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქართული ენის პედაგოგი, ლეილა თვალაბეიშვილი, რომელიც ლიტერატურული გმირების გამოქანდაკებით არის გატაცებული და გაკვეთილზე, მოსწავლეებს მათ თოჯინურ ვარიანტს თვალსაჩინოდ წარუდგენს.

ამჯერად მე-5 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებულმა შემაჯამებელმა გაკვეთილმა, ბავშვების აქტიურმა ჩართულობამ მასწავლებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

„გერონტი, მირანდუხტი, ჯიხვა, კოწოწაშვილები, ცალფეხა სიკო, ნოდარა, ეთერი“ -  ესენი ის გმირები არიან, რომლებმაც სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააახედა ადამიანების სულში და დაფიქრა ადამიანურ ღირსებებზე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი.

„რევაზ ინანიშვილის მოთხრობები ხომ ნამცეცებად გაბნეული სიკეთის მარცვლებია, რომლებიც უნდა ვიპოვოთ და ამოვკენკოთ, რომ ადამიანებს ვუწილადოთ „სულის პური“, - მოსწავლე-მასწავლებლების ეს სიტყვები უძღვოდა გაკვეთილს.

სკოლაში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მეხუთეკლასელებმა ინანიშვილის „სულის პური“ უწილადეს სასკოლო საზოგადოებას, რომელიც ბედნიერი და ამაყი უსმენდა მათ მსჯელობას.

„ბოროტება ჩვენთვის კოცონია, რომელიც წყლის დასხმით უნდა ჩავაქროთ. ჯაჭვია, რომელიც უნდა გაწყდეს. თითოეული რგოლი ჩვენი უარყოფითია, რომელიც უნდა ვძლიოთ. ჩვენთვის ღრუბელი ბოროტების სიმბოლოა , მზე კი - სიკეთისა. წვიმის წვეთები ის მანკიერი მხარეა, რომელსაც აფრქვევს ბოროტებით დაბრმავებული ადამიანი. მზე კი - თავისი სხივებით უპირისპირდება ბოროტებას ... ბოროტი ღრუბელი, ჩვენს მზეს ვერ დაჩრდილავს, ვერ დაიმონებს, როცა ასეთი სინათლითა და სიკეთით სავსე თაობა გვეზრდება.

როგორც შეგვეძლო ამოვკენკეთ ნამცეცებად მიმოფანტული სიკეთე და ვუწილადეთ ერთმანეთს „სულის პური“, - ეს სიტყვები უძღვოდა ღონისძიებას.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.

„მადლობა ჩემს საოცარ, უნიჭიერეს ბავშვებს. თქვენთან ერთად უსასრულოდ შემიძლია ფრენა ისე, რომ არც კი დავიღლები მიყვარხართ“, -  პედაგოგის ამ სიტყვებით დასრულდა ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება