სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 
13-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მე-9 კლასში, რომლის დამრიგებელი შ. დანელია გახლავთ, კომპიუტერული ტექნოლოგიის მასწავლებელმა - თამთა გაჩეჩილაძემ, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო და მათ ესაუბრა ციფრულ გამოწვევებზე, მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე.

„გლობალური გაციფრულების ერაში მიმდინარე ტექნოლოგიურმა წინსვლამ უდიდესი გავლენა მოახდინა 21-ე საუკუნის საზოგადოებზე. მისი საკეთილდღეოდ გამოყენება იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მედიაწიგნიერია პიროვნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა სათაურით, მედიაწიგნიერება ჩემს გაკვეთილზე - „ენდოკრინული სისტემები“, დისკუსია გამართეს, სადაც დაისვა საინტერესო შეკითხვები:

  • როგორ შეიძლება მედიაინფორმაციის სანდოობის გადამოწმება და მისი იდენტიფიცირება რეალობასთან?
  • ყველა მედია ინფორმაცია „შეთხზულია?“
  • როგორ გავლენას ახდენს მედიაწიგნიერება საზოგადოებაზე - დადებითს თუ უარყოფითს და რატომ?
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად საინტერესოდ წარმართეს დისკუსია.

მათ საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციები მიიღეს, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება