სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ 
13-11-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორის არიან: მარიამ ზაქაიძე და გიორგი ზვიადაური. 

მოსწავლეები, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საზეიმო ღონისძიება ხორნაბუჯის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ულამაზესი გარემო და ბუნების ლამაზი ხედები იშლებოდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს კი, ლეპტოპები სწორედ ამ ლამაზ ადგილას გადაეცათ.

მოსწავლეებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა - ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - გოჩა სამუკაშვილმა, მერის მოადგილემ - მალხაზ მერაბიშვილმა, კულტურის სამსახურის უფროსმა - თამარ თამაზაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მაკა ჯანაშვილმა გადასცეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მარიამს და გიორგის , ასევე ყველა დაჯილდოებულ მოსწავლეს, მათ მშობლებს და მათ პედაგოგებს დღევანდელ წარმატებას და მომავალშიც გისურვებთ მრავალი მწვერვალის დაპყრობას, რასაც საკუთარი მომავლის შენება ჰქვია.

მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ასეთი საზეიმო გარემოს შექმისთვის და მოსწავლეთა წახალისთებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება