სიახლეები
სკოლები

ეროვნულ კონფერენციაზე მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგები სიგელებით დაჯილდოვდნენ 
13-11-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგები თბილისში გამართულ ეროვნულ კონფერენციას დაესწრნენ. 

კონფერენცია 10 ნოემბერს ჩატარდა და „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის ფასილიტატორებსა და სკოლებს, სამწლიანი ეფექტური თანამშრომლობისთვის სიგელები გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში გამოიცა გზამკვლევი ზოგადი განათლების საფეხურისთვის, რომელშიც მოცემულია „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები.

კლუბის ფასილიტატორები მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგები: ქეთევან ტალახაზე (სამოქალაქო განათლება), მარიამ მაისურაზე (ბიოლოგია) და ნატო ჯავახია (ინგლისური ენა), გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა" და „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან" ერთად.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. 

სკოლა მადლობას უხდის ამ პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, აქტიურობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება