სიახლეები
სკოლები

თორიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
13-11-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეები, ქართული ენის მასწავლებელ ანჟელა ღაზარიანის ხელმძღვანელოებით, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება 11 ნოემბერს თბილისში გაიმართა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენება - ქართული და სომხური ეპოსების შედარებითი ანალიზი. როგორც სკოლაში ამბობენ, თავისი აზრი გამოხატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ხვთისო მამისიმედიშვილმა და მოსწავლეებს წარმატება უსურვა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ჯავახეთის შესახებ ლექსები წარადგინეს და მსმენლებს გააცნეს ხალხური სიტყვიერება, თუ რატომ ჰქვია თავიანთ სოფელში არსებულ ხეობას „შუშოს ხეობა”. 

„მოსწავლეები თბილისიდან დაბრუნდნენ სიგელეებით და საჩუქრებით. ღონისწიების შემდეგ მივიდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ღონისძიებამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამიერიდან, ისინი უფრო დიდი ძალისხმევით სწავლობენ, რათა ჩააბარონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება