ქვიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - დავით ფირცხალაიშვილსა და ეთუნა ფირცხალაიშვილს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
13-11-2023
დაკოპირებულია
-
+
რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონდომებით ჩაერთნენ.
VIII კლასის მოსწავლე დავით ფირცხალაიშვილმა და IX კლასის მოსწავლე ეთუნა ფირცხალაიშვილმა წარმატებით იასპარეზეს, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ და „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.