მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წლის ბოლომდე დამტკიცდება ახალი ბრძანება, რომ სკოლების სასადილოებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს განაცხადა განატლების მინისტრმა. რაც შეეხება უფასო კვების პროგრამას გიორგი ამილახვარის თქმით, ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა.
"ჩვენ რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი - ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგადად სკოლის შენობაში ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და იცით რამხელა პროექტებიც გვაქვს. როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ შემდეგ ეტაპობრივად იქნება ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. პირველი პრობლემა რაც არის - ეს არ არის ფინანსური და სოციალური პრობლემა, ჩვენ სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით. აქ არის საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო და ეს რომ გავაკეთოთ ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით აქ მთავარია გვქონდეს ინფრასტრუქტურა.
სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლებს, სადაც შესაძლებელია ამის პირველ ეტაპზე დაწყება და სად რა მდგომარეობა გვაქვს, აღწერა მიმდინარეობს. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელშიც გაწევრიანებულია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ქვეყანა, რომელიც სწორედ ამ მეთოდოლოგიებზე - ბავშვების სკოლაში კვებაზე მუშაობს და ეხმარება სახელმწიფოებს, ამიტომ გვინდა საერთაშორისო პრაქტიკაც ოფიციალურად გავიზიაროთ და ამ კუთხით გაწევრიანებაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში ამ პროცედურებს დავასრულებთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი