სიახლეები
სკოლები

„ფინანსური განათლება უნდა გაუმჯობესდეს“ - თბილისის N142 საჯარო სკოლის დებატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
14-11-2023
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, პროექტ „ფინანსური განათლების“ შეჯამება და დებატების კონკურსი გაიმართა. სადებატო თემა იყო - „ფინანსური განათლება უნდა გაუმჯობესდეს“. პროექტში მონაწილეობდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეები და დამრიგებლები: მაია ხოჭოლავა, ნაზიბროლა ვაჩეიშვილი, ინგა ფირანიშვილი.

„საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრეული სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. ასეთ შემთხვევებში სწავლება უფრო ეფექტურია და მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისა და გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისთვის. სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დებატებში მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ისინი ასევე საჭირო და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს უკეთ გაეცნენ.

აღნიშნულ კონკურსში ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დასაჩუქრდნენ.

„მადლობას ვუხდით სააფთიაქო ქსელ „Pharmadepot - ფარმადეპოს“, რომელიც გახდა ჩვენი დონორი და დააჯილდოვა კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე მოსწავლეები. აქვე გვინდა აღვიშნოთ, რომ შინაგანი მოტივაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გარეგანი მოტივაცია. მადლობა სააფთიაქო ქსელს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და სტიმულის მიცემისთვის. მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერა დიდი მოტივაცია და დაფასებაა მოსწავლეებისთვის. ყველასათვის სასიამოვნო მომენტია პატარა მადლობა, მცირე საჩუქარი... მოსწავლეები კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სწავლას და სამომავლოდ თვითონაც გაუჩნდებათ სურვილი, რომ იყვნენ დონორები. ესაა ფასდაუდებელი საქმე მომავალი თაობის აღზრდაში“, - ამბობს სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება