სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა სკოლებს შორის გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო შეჯიბრში გაიმარჯვა
14-11-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი, საჯარო სკოლებს შორის გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო შეჯიბრში მონაწილეობდნენ.

აღნიშნული შეჯიბრი 2 ნოემბერს, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით სოფელ ზედაეწერში ჩატარდა. შეჯიბრებაში თერთმეტი გუნდი და აფხაზეთის N 1 და N15 საჯარო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის, ჩხორიის, ტყაიისა და ჭკადუაშის სკოლები მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ვაჟებს შორის დამსახურებული გამარჯვება ჩხორიის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს  სკოლის გუნდსა და მათ ხელმძღვანელს - ზური არდიას მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის სოფლის გამგებელს - თამთა მიქავას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება