სიახლეები
სკოლები

თბილისის N173 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
14-11-2023
-
+


ვახტანგ გზირიშვილის სახელობის, თბილისის N173 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანიის - „შენი სიცოცხლე შენს ხელშია", ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ კამპანია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ხორცილედება.

როგორც, საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - თინათინ ნიბლოშვილმა, „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტთან - ანა მაზანიშვილთან და სკრინინგ ცენტრის დირექტორთან - ეთერ კიღურაძესთან ერთად გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს თავმჯდომარემ, კიბოს დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც თავად აღნიშნავს, კამპანიამ ძალიან ბევრ ქალს მისცა სტიმული, რომ სრულიად უფასოდ ჩაიტარონ სკრინინგი, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების შეზღუდვას. პედაგოგებთან შეხვედრაზე „ევროპა დონა საქართველოს“, პრეზიდენტმა - ანა მაზანიშვილმა და სკრინინგ ცენტრის დირექტორმა - ეთერ კიღურაძემ კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის შემთხვევებზე გაამახვილეს ყურადღება და იმ კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მასწავლებლებისთვის შეხვედრა მეტად საინტერესო, პროდუქტიული და ინფორმაციული აღმოჩნდა. ფოტოს ავტორი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოა.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება