სიახლეები
სკოლები

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის შებრძანება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა 
14-11-2023
-
+


აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში, საანბანო პერიოდი დიდი ჟრიამულით, საზეიმო განწყობითა და მოსწავლეთა პოზიტიური შემართებით დაიწყო. 

I კლასში, პედაგოგმა - თამარ შერვაშიძემ, მეტად საზეიმოდ და სახალისოდ შეაბრძანა ანბანი, მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა და მათთვის დაუვიწყარი სანახაობა მოაწყო. 

მოასმენინა მოსწავლეებს თავიანთი თანატოლის, მოსწავლის მიერ მოყოლილი ამბავი „დედაენის“ შემქმნელი იაკობ გოგებაშვილის შესახებ. ბავშვებმა, მოისმინეს სიმღერა ანბანის ასო-ბგერების წარმოდგენით.

ასევე პედაგოგმა, მოსწავლეებს გააცნო 33 ასო-ბგერის ერთად შეკრების ისტორია - საინტერესო „ანბანეთის ამბის“ საშუალებით.

მოსწავლეებმა, მეტად სახალისოდ უმღერეს და ლექსი წაუკითხეს „იას“, ასოების მოხაზულობა კი პედაგოგმა, ციფრული ტექნოლოგიის - მოლაპარაკე მეგობრის საშუალებით აჩვენა. მოსწავლეებმა კი, ლანგარზე დაყრილ წიწიბურაზე თითით მოხაზეს შესწავლილი „ი“ და „ა“, შემდეგ მაგნიტურ დაფაზე მიკრული ფერადი მაგნიტებით ააწყვეს თავიანთი სურვილით შერჩეული ასო. 

როგოც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან ხალიასიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

„მასწავლებელმა მეფე-დედოფლის სტატუსით შეაბრძანა კლასში „ი“ და „ა“ , ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები იყვენენ პატარები ამ სახალისო თამაშ-აქტივობებით. საზეიმო გაკვეთილის ბოლოს ასო-ბგერებით შექმნილი ჩარჩოს საშუალებით გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და დაჭრეს საზეიმო „აი იას“, ტორტი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება