სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა ბოლნისში
14-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

სკოლის დირექტორის - ლალი მელივას ინიციატივით, მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტს, სადაც მეგობარი, „საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ. სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად, ბოლნისის სიონში საკვირაო წირვას დაესწრნენ.

საკვირაო წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, ეფრემმა ჩაატარა .

წირვის დასასრულს, მან იქადაგა ქართველ გმირებზე, რომელთა თავნგანწივის მაგალითები დღესაც დიდ აღტაცებასა და იმედს აღძრავს ადამიანთა გულებში.

ექსკურსია გაგრძელდა „წუღრუღაშენის“ — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარის მოლოცვით, რომელიც მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

შემდეგი ეტაპი კი ისტორიულ სოფელ ტანძიაში გაგრძელდა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში.

საამაყოა ის ფაქტი, რომ, სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიბადა ღვაწლმოსილი ქართველი სულხან-საბა ორბელიანი. ამ დიდებული მოღვაწის - მწერლის, პედაგოგის, დიპლომატის, პოლიტიკოსის, მთარგმნელის ძალისხმევით, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იყო მცდელობა ევროპაში ჩვენი ისტორიული და კულტურული ადგილი დაგვებრუნებინა. სწორედ საბას უკავშირდება ქართული ენის მრავალფეროვნების წარმოჩენა, მემუარული და იგავ-არაკული ჟანრის ქართულ მწერლობაში შემოტანა. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროპასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრების მისია და დაფასება. მან საკმაოდ გრძელი და ურთულესი გზა გაიარა ევროპამდე, რათა წარმატება მოჰყოლოდა მის პოლიტიკურ მოლაპარაკებას ევროპელ ლიდერებთან. სამწუხაროდ, საბას მცდელობას მაშინ შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ქართველს ერს, არც ერთი დღე არ შეუნელებია სწრაფვა ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისკენ“ , - ამ სიტყვებით შეამკეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე.

აღნიშნულ დღეს, დამეგობრებული სკოლის მუსიკალურმა გუნდებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს ქართველ კლასიკოსთა ლექსები.

მათ ასევე წაიკითხეს მუხრან მაჭავარიანის ლექსი:

„ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.

მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...

მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!

გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!“.

გუნდის ხელმძღვანელმა - ნინო ბიბილურმა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა მომღერალთა პროფესიონალურად მომზადებისთვის.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება