სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
14-11-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, კვირეული „ილია საქართველოს თანმდევი უკვდავი სული!“ ჩატარდა, რომელშიც ყველა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ღონისძიებები - ,„ილიას ბიოგრაფია, სტუდენტობის წლები“ „ილია  და მე-19 საუკუნე“ ჩატარდა. მომხსენებლები იყვნენ: მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მარგველანი, მე-8  კლასის მოსწავლე მარიამ ხარძიანი და  მართა  ხარძიანი.             
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში ასევე ჩატარდა კონფერენცია: „მგზავრის   წერილები“, „ყვარლის  მთებს“, რომლებშიც მე-8 და მე-9 კლასელები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების - „ჩვენ   ვკითხულობთ   ილიას!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს  ლექსები, აგრეთვე  „საქართველოს  მოამბეზე“  იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები.

აღნიშნულ დღეს, მათ ასევე კედლის გაზეთი გამოუშვეს. ამ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

კვირეულის ბოლო დღეს მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „კაცია - ადამიანი?!“, რომლის შესახებაც იმსჯელეს  და გამოთქვეს მოსაზრებები.

პროექტის ავტორი და ორგანიზატორი  ქართული  ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელდინო იობაშვილია, რომლის თქმით, მოსწავლეებს წინ კიდევ საინტერესო აქტივობები და  ღონისძიებები ელით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება