სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება საჭირო გახდება 2024-2025 სასწავლო წლიდან - ცვლილებები, ზოგადი განათლების კანონში
15-11-2023
დაკოპირებულია
-
+
31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების სკოლაში შესვლა 2025-2026 სასწავლო წლისთვის იქნება შესაძლებელი, აღნიშნული ცვლილება მოსწავლეები რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ სკოლებში დამატებითი ვაუჩერული დაფინანსების საჭიროებას ნიშნავს, - აღნიშნულის შესახებ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში წერია, რომელიც განათლების კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
„2024-2025 სასწავლო წელს, დაწყებით საფეხურზე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან, დაწყებით საფეხურზე, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა.
ამასთა, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, 2024-2025 სასწავლო წლისთვის სასკოლო ასაკის პირველ დეკემბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 5000 ერთეულით. ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან სასკოლო ასაკის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაწევის შემთხვევაში, მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება მაქსიმუმ 5000 ერთეულით.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2024-2025 სასწავლო წლიდან საჭირო გახდება სკოლების დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება 2024 წლისთვის 6,799.00 ათასი ლარი, რომელიც მოიცავს: ვაუჩერული დაფინანსებას - 1.260.0 ათასი ლარი, სკოლების აღჭურვა დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით: 5000 ბუკი მოსწავლეებისთვის და 200 კომპიუტერი პირველი კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულება 895 ლარი - ბიუჯეტი 4,654.0 ათასი ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 200.0 ათასი ლარი და მერხი და სკამი – 685.0 ათასი. ანალოგიურად დამატებით 2025 წლისთვის და შემდგომ წლებში საჭიროა იგივე ოდენობის ბიუჯეტი.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი