სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ბავშვების დასჯა მისი გამოსვლის შემდეგ აიკრძალა - ასტრიდ ლინდგრენის მთავარი გაკვეთილები
14-11-2023
-
+


დღეს, 14 ნოემბერს, „მსოფლიო ბავშვების ბებიის“ დაბადების დღეა - ასტრიდ ლინდგრენი 116 წლის გახდებოდა. etaloni.ge გთავაზობთ მთავარ გაკვეთილებს, რომელიც, საბავშვო მწერლის აზრით, ყველა ადამიანს გავლილი უნდა ჰქონდეს.

გიყვარდეს ბავშვები და არა ზრდიდე მათ: ასტრიდ ლინდგრენმა პირველივე წიგნის სიუჟეტიდან გამორიცხა უფროსები; მის წიგნებში, დიდები, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დამკვირვებლები არიან, ხოლო უარეს შემთხვევაში - კომიკური ეპიზოდების მონაწილენი.

ლინდგრენის სამყარო, ეს ბავშვების სამყაროა, თანაც საოცრად მარტოსული ბავშვების... ბიჭუნა, რომელსაც არავინ ჰყავს, ძაღლიც კი; პეპი, რომლის დედაც ანგელოზია; ობოლი ბუსე „მიო, ჩემო მიოდან“... ლინდგრენმა სრულად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მისი წიგნების გმირების მიმართ - ისინი იქმნებოდა არა იმიტომ, რომ ვიღაც აღეზარდათ, არამედ იმიტომ, რომ მკითხველს ნაკლებად მარტოსულად ეგრძნო თავი.

ეს იყო ლინდგრენის მთავარი მიზანი - ყოველთვის მოესმინა ბავშვისთვის, სამყარო მათი თვალით დაენახა და ყოველთვის ბავშვების მხარეს ყოფილიყო.

ბავშვებს თავს არ მოახვიოთ საკუთრი ძალაუფლება: შვილისთვის ზღაპრის  მოყოლა ასტრიდ ლინდგრენმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო და წიგნად 1945 წელს გამოსცა. პეპი მწერლის ფანტაზიის ნაყოფია იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა, ძალაუფლება უფროსებს რომ ჩამორთმეოდათ და ბავშვებს გადასცემოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლინდგრენის წიგნებში არ არის ანტისაომარი პათოსი, პეპი ცირკის არენაზე მაინც ამარცხებს „ადოლფს“.

ახალგაზრდა ასტრიდ ლინდგრენი მოკლედ იჭრიდა თმას, ეცვა ბიჭურად, იყო უშუალო ურთიერთობებში, ათასობით ბავშვისგან იღებდა წერილებს და ცდილობდა, არც ერთი მათგანი უპასუხოდ არ დაეტოვებინა.

ლინდგრენის ცხოვრებისეული კრედო იყო - „არ ითვალო ფული სხვის ჯიბეში“

იგი კარგად ართმევდა თავს ფინანსებს, 70 წლისა კი მილიონერი იყო, თუმცა არასოდეს შეუცვლია საცხოვრებელი და გამომუშავებულ თანხას, თითქმის სრულად ახმარდა  ქველმოქმედებას. მოხდა ისე, რომ სახელმწიფომ მას გადასახადების გადაუხდელობისთვის ვალი დააკისრა - ლინდგრენს საკუთრი შემოსავლის 102 პროცენტი უნდა გადაეხადა და სწორედ ამიტომ მან გამოაქვეყნა პირველი ზღაპარი დიდებისთვის; ავტორი ყვებოდა საბავშვო მწერალზე, რომელსაც, უყვარდა თავისი ქვეყანა, სამშობლომ კი იმდენი ვალი დაადო, როცა გადაიხდიდა, მხოლოდ მოწყალების თხოვნა დარჩებოდა.

ფინანსთა მინისტრმა მწერალს უპასუხა: თქვენ კარგი მეზღაპრე, მაგრამ ცუდი ფინანსტისტი ხართო, რაზეც ლინდგრენმა განაცხადა: მე გადასარევი ფინანსისტი ვარ, ჩვენი მინისტრი კი მშვენიერი მეზღაპრე იქნებოდაო... საბოლოოდ დიდი სკანდალი აგორდა და შედეგად, იმ წელს პირველად, 44 წლის განმავლობაში, სოციალ დემოკრატებმა არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.

არ დაუშვა ბავშვების ცემა - ეს გახლდათ ლინდგრენის მთავარი რჩევა უფროსებისთვის. 1978 წელს, მას მიანიჭეს წიგნისშემქმნელთა პრემია და დაჯილდოებისას სთხოვეს სიტყვით გამოსვლა. ლინდგრემა წარდგენის სიტყვა კომიტეტს წინასწარ გაუგზავნა და მისმა შინაარსმა დიდი აჟიოტაჯი გამოიწვია, თუმცა მწერალმა თქვა - თუ ამ სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მომეცემა, პრემიაზე უარს ვიტყვი.

ლინდგრენის სიტყვამ საქვეყნოდ გაიჟღერა - ის მიმართული იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; სამყაროში მშვიდობა არასოდეს დაისადუგრებს, სანამ ბავშვები იქნებიან ძალადობის მსხვერპლი! ლინდგრენის სიტყვამ ბევრი რამ შეცვალა და უკვე მომავალ წელს შვედეთში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა ბავშვებზე ძალადობას, მათ ფიზიკურ დასჯას სკოლებსა და ოჯახებში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მასწავლებლები უპირატესობას წიგნების კითხვას ანიჭებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოსწავლეებისთვის“

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 2024 წლის 18 ივლისიდან და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

საგამოცდო ტესტი ცნობილია - აბიტურიენტების საურადღებოდ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

სკოლებისთვის ფინანსური ცვლილებები ამოქმედდა - დოკუმენტი

 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

ყარაჯალას საჯარო სკოლა ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება