შემუშავდება მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი და განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყო მოწვეული მასწავლებელი - ცვლილებები კანონში
18-11-2023
დაკოპირებულია
-
+
უცხოელი მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში. არსებული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩასართავად არსებობს სკოლებში მათი მოწვეული მასწავლებლების უფლებამოსილებითა და ფუნქციით დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა მათთვის სამუშაო დატვირთვა შესაზლებელი იყო არაუმეტეს საგაკვეთილო საათების 50%-ისა.
როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნის მასწავლებლების სასწავლო პროცესში ჩასართავად არსებობს სკოლებში მათი მოწვეული მასწავლებლების უფლებამოსილებითა და ფუნქციით დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა, მოწვეული მასწავლებლის განსაზღვრებიდან გამომდინარე მოწვეული მასწავლებლის საათები შეზღუდულია, სკოლაში სტატუსით დასაქმებული მასწავლებელთან შედარებით. ცვლილების მიღების შემდგომ კი უცხოელ მასწავლებლებისთვის ასეთი საათობრივი ბადის შეზღუდვა მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით დამატებით განისაზღვრება ვინ შეიძლება იყოს უცხოელი მოწვეული მასწავლებელი. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება შეიმუშაოს და დაამტკიცოს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი