მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება შთამბეჭდავად წარმოადგინეს. დღე, ფერადი და ბარაქიანი იყო სკოლისთვის. შემოდგომის კვირეულის ფარგლებში, დაწყებით საფეხურზე, მშობელთა ჩართულობით, მოეწყო ულამაზესი კომპოზიციები: „შემოდგომის დედოფალი“, „ქოლგა გახუნებულ ფერთა გამაში“, ასევე, ათუხთუხდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა მეგრელმა „დიასახლისებმა“ სადებიუტო ელარჯი მოამზადეს.
„თითოეულ კლასში დააჭაშნიკეს ოჯალეში. მოწვეულმა სტუმრებმა ქართული სადღეგრძელოებით დალოცეს ჩვენი მამული, ენა, სარწმუნოება. მრავალ შემოდგომას დასწრებოდეთ მეგობრებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია
სასკოლო საზოგადოება მაია დავითაშვილისა და ირმა ჟღენტის მიღწევით ხარობს