სიახლეები
სკოლები

„ჟამი ფოთოლცვენისა“ - შთამბეჭდავი ლაშქრობა და შემეცნებითი პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
15-11-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალურ განათლებას დიდი როლი აქვს მოსწავლეთა ცხოვრებაში, მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, მკვეთრად გამოავლინონ შინაგანი შესაძლებლობები. ხელს უწყობს ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, რაც მათ უვითარებს შემდეგ უნარებს: ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თანამშრომლობითი, სისტემური აზროვნების.

„სწავლა- სწავლების პროცესში მოსწავლე, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენს“,- დასძენენ სკოლაში. 

11 ნოემბერს, V კლასის დამრიგებელმა - ქეთევან ნადირაშვილმა და VII კლასის დამრიგებელმა - ნანა გახოკიძემ, ასევე, ამავე სკოლის მასწავლებელმა თამილა ნადირაშვილმა ერთობლივად განახორციელეს პროექტი  - „ჟამი ფოთოლცვენისა“ , რომლის მიზანი სწორედ არაფორმალურ განათლებას ემსახურებოდა.

მოსწავლეებმა ბუნების წიაღში წარმოაჩინეს თავისი შესაძლებლობები და ეს დღე ძალიან ლამაზ, თბილ და ემოციებით სავსე გარემოში გაატარეს.

„ლაშქრობამ მათ ურთიერთობის ახალი ეტაპი დაანახა, დაინახეს უფრო მეგობრული და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება , როგორც ერთმანეთში, ასევე მასწავლებელთა მიმართ. გისურვებთ მრავლად გქონდეთ ასეთი შემოდგომის ფერთა დღეები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს, თითოეულ მასწავლებელს და მშობელს ამ პროექტის განხორციელებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება