სიახლეები
სკოლები

დიდი თონეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის ჩაწერილი ხალხური სიტყვიერების ნიმუში კრებულში შეიტანეს
15-11-2023
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

XI კლასის მოსწავლე ნათია მარიკაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 21-ე შეკრებაში. მან წარადგინა თემა - „ხალხური მკურნალობა და შელოცვები სოფელ თონეთის ზეპირსიტყვიერებაში“. თემის ხელმძღვანელი პედაგოგი მაია ღოღაძე.

მოსწავლე და მასწავლებელიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახარებთ, რომ წიგნში, რომელიც ეროვნულმა სასახლემ გამოსცა შეტანილია მათი მოსწავლის ნამუშევრები. 

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასახლემ გამოსცა წიგნი, რომელშიც შესულია ხალხური სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშები და ამ კრებულში შეტანილია ჩვენი სკოლის მოსწავლის მიერ ჩაწერილი სამკურნალო შელოცვები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება