სიახლეები
სკოლები

ნენიის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავეს
15-11-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მასწავლებლები, გარდა იმისა, რომ ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, პედაგოგებმა წარმატებას ინტელექტუალურ კონკურსში მიაღწიეს.

ინტელექტუალური თამაში „მოაზროვნე“ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მთიანი აჭარის ინტელექტ -კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.

შეჯიბრში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

 საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I - ადგილი- „ნენია“;

II - ადგილი „ევრიკა“;

III - ადგილი „ბარათაული“.

გამარჯვებული გუნდის წევრებს სიგელები, წიგნები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას უძღვებოდა ინტელექტუალური თამაშის ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი ზვიად ფუტკარაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება