სიახლეები
სკოლები

„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვსა და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო“- გოგინაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და მილოცვა პედაგოგებს
15-11-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლაში პედაგოგების როლსა და შრომას აფასებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ბავშვებმა საყვარელი მასწავლებლები დაახასიათეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებმა ასევე საინტერესო პლაკატი დაამზადეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი ენთუზუაზმით ჩაერთნენ.

„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვსა და ერთ მასწავლებელს, შეუძლია შეცვალოს სამყარო“, - ეს სიტყვები უძღვოდა წინ აღნიშნულ დღეს.

სასკოლო საზოგადოება ამ დღეს ყველა მასწავლებელს ულოცავს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, დიდი სიყვარულითა და მადლიერებით, გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს! გისურვებთ დიდხანს გემოღვაწეოთ ჯანმრთელად და ბედნიერად. მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება