სიახლეები
სკოლები

საქობოს საჯარო სკოლაში გამართულ საგანმანათლებლო შეხვედრაზე მოსწავლეებმა სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია წარადგინეს
15-11-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა პროექტი იმართება, რომელთან დაკავშირებით შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლიდერ სკოლაში, საქობოში, დემოკრატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების ადგილზე გასაცნობად, პარტნიორი ანაგის, ვაქირის, ტიბაანის და ბოდბისხევის სკოლების, ასევე არაპარტნიორი წნორის N1 და N3 სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია წარადგინეს.

„განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმატებულ მუშაობაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრაზე პარტნიორმა სკოლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მიმდინარე პროექტების აქტივობები, ასევე განიხილეს იდეების მონახაზი, რჩევები, რეკომენდაციები.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება