სიახლეები
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-11-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები, ბათუმის N9 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მწიგნობარის“ დაგეგმლ კონკურსებში მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კონკურსები, 28 ოქტომბერს, ქართულ ენასა და მატემატიკაში ტესტირების სახით ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხელოვნებაში, ხატვა - თავისუფალი თემის კონკურსში, მე-3 კლასის მოსწავლეები: ანასტასია ფუტკარაძე, ნატა ქამადაძე, მარიანა დარჩიძე, ელისა მამულაძე, ნია ჩოგაძე მონაწილეობდნენ.

კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ მე-4 კლასის მოსწავლეები: ლანა ჯაიანი, ანასტასია ჩოგაძემ დაჩი დარჩიძე და ელენე მამულაძე, ასევე მეხუთეკლასელები: რატი ქამაშიძე, საბა ქამადაძე, რუსლანი მამულაძე. კონკურსში თავიანთი შესაძლებლობები ასევე წარმოაჩინეს მეექვსეკლსელემა: თამუნა მურვანიძემ, სოფი ჭაღალიძემ, ანამარია ჩოგაძემ, გეგა ბერიძემ და მეშვიდეკლასელებმა: ელენე დავითაძმ, სალომე ჭაღალიძემ, ლიზი ქამადაძემ და ნოდიკო ცეცხლაძემ.

აღნიშნულ სკოლაში, ასევე ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ: მარიამ ჭაღალიძე ლანა ჯაიანი, რუსლანი მამულაძე, საბა ქამადაძე, დაჩი დარჩიძე, ანასტასია ჩოგაძე, რატი ქამაშიძე, თამუნა მურვანიძემ, ბექა მურვანიძე და დათო ჯაიანი.

მხატვრული კითხვის კონკურსში უმაღლესი შეფასება მიიღეს და უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მეოთხე და მერვე კლასის მოსწავლეები. და-ძმა ლანა და დათო ჯაიანები.

„დანარჩენ ზემოთ ხსენებულ მოსწავლეებს გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციის სერტიფიკატები“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მათემატიკის კონკურსში მონაწილეობდნენ: რატი ქამაშიძე, საბა ქამადაძე, რუსლანი მამულაძე და გეგა ბერიძე.

ქართულის ენის კონკურსში: თამუნა მურვანიძე, სოფო ჭაღალიძემ ანამარია ჩოგაძე, ანასტასია ჩოგაძე, ანასტასია ფუტკარაძე, რატი ქამაშიძე, საბა დუმბაძე, რუსლანი მამულაძე, ლანა ჯაიანი, ელენე მამულაძე, ელისა მამულაძე მონაწილეობდნენ.

კალიგრაფიის კონკურსში კი აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები: სალომე ჭაღალიძე, ელისა და ელენე მამულაძეები, ანამარია ჩოგაძე. ხელოვნების ტურში კი ნოდიკო ცეცხლაძე.

აღსანიშნავია, რომ მათ უნარები წარმოაჩინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

მოსწავლეებს ორგანიზება გაუწიეს ქართული ენის მასწავლებელმა - ფატი პაიჭაძემ და ინგლისურის მასწავლებელმა - ქეთო დარჩიძემ. ასევე ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლებიც.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება