სიახლეები
სკოლები

შაშიანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილოვდნენ
15-11-2023
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

„შაშიანის საჯარო სკოლის სახელით ვულოცავ 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებულებს (გიორგის, ფარნას, ნიკას, ნიკოლოზს, თამარს და მანანას) მთავრობის წამახალისებელი ჯილდოს მიღებას...

დიდი იმედი მაქვს გაათმაგებული მონდომებით შეეცდებიან ამ დიდი ნდობის გამართლებას საშუალო საფეხურზეც... გილოცავთ ბავშვებო... გვიყვარხართ და გვეიმედებით....“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება