სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ფრაგმენტები ჩვენს სოფელში“ -  ზედა გორას საჯარო სკოლაში სასწავლო -შემოქმედებითი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
15-11-2023
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში პროექტის - „შემოდგომის ფრაგმენტები ჩვენს სოფელში“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, სადაც ბავშვებმა იმღერეს, მინი სპექტაკლები დადგეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიების ფარგლებში, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროსთან დაკავშირებული ცვლილებები გაითავისეს.

„ისინი აკვირდებოდნენ ბუნებას და შემოდგომაზე სოფლის მკვიდრთა საქმიანობას. ბავშვები ცდილობდნენ, საკუთარი წვლილი შეეტანათ საშემოდგომო სამუშაოებში - რთველში, ყანებში გოგრებისა და სიმინდის შეგროვებაში, შემოდგომის ფოთლებისგან ეზოების გაწმენდაში და ა.შ. ბავშვებმა მინი სპექტაკლებით, ლექსებით, ჩურჩხელების ამოვლებით საოცარი სურნელი შემოიტანეს სკოლაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ  ასევე, საკუთარი ხელით დაკრიფეს და შეაგროვეს „შემოდგომის დოვლათი“, რომლითაც მორთეს სასკოლო სივრცე.

„აღსანიშნავია მშობელთა ჩართულობა, რისთვისაც მათ მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის ხელმძღვანელნი მადლობას უხდიან ზედა გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაწეული შრომისათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებსა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება