სიახლეები
სკოლები

„სახალისო ქიმია“ - საინტერესო ღონისძიება წერეთელის საჯარო სკოლაში
15-11-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის ეზოში, შთამბეჭდავი ღონისძება - „სახალისო ქიმია“, მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

პროექტის ფარგლებში კი, სკოლის ეზოში, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიამ სახალისო ქიმიური ცდები ჩაატარა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ლაბორატორიის გამგე - ელიზა მარქარაშვილი, მას დახმარებას უწევდნენ უფროსი ლაბორანტები: იზაბელა ესართია და დონარი ოტიაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, როგორც ღონისძიებაში, ასევე ვიქტორინაში. ღონისძიების ბოლოს კი, გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სკოლა მადლობას უხდის მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, აღნიშნულ პროექტში ჩართვისთვის. განსაკუთრებით კი, ქალბატონ იულია დარბაიძეს, ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და ორგანიზებისთვის.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება