სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები საინფორმაციო ვიზიტით, პროფესიულ სასწავლებელს სტუმრობდნენ
15-11-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლეები, გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მარინა მუმლაძე საინფორმაციო ვიზიტით პროფესიულ სასწავლებელში იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი, 13 ნოემბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის - მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, პროექტის - „პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა“, ფარგლებში გაიმართა. 

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ზესტაფონის პროფესიული სასწავლებელი - „კონსტრუქტ 2“ დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლებლის დაარსების ისტორიას, მის სასწავლო პროგრამებს, დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები. ასევე სასწავლებელში არსებული კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელი ფართი და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სახელოსნოები, სადაც მიმდინარეობდა მოსწავლეთა პრაქტიკული სწავლება.

სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“ „ბიქეი ქონსთრაქშენისა“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთო პროექტია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელი ახორციელებს, როგორც პროფესიულ მომზადების პროგრამებს სამშენებლო მიმართულებით, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალზე საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება