მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძება - „ოქროსფერი შემოდგომა“, გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი შემართებით, ინტერესითა და ამაღლებული განწყობით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა და კრეატიული უნარების განვითარება.
შემოდგომის ფერებით მორთულ გარემოში, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას მინი სპექტაკლი წარუდგინეს.
დღე ემოციებით დატვირთული, ხალისიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია
სასკოლო საზოგადოება მაია დავითაშვილისა და ირმა ჟღენტის მიღწევით ხარობს