სიახლეები
სკოლები

„ევროპა ჩვენი სახლია!“ - წყალტუბოს N1 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
15-11-2023
-
+


14 ნოემბერს, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „ერთობის“ ინიციატივით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სახელწოდებით  -„ევროპა ჩვენი სახლია!“

შეხვედრას უძღვებოდა ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ლუკა ტყაბლაძე და სამოქალაქო კლუბის ლიდერი ლიკა მიქაბერიძე.

შეხვედრის ორგანიზატორებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაციები ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და გაანალიზეს თუ რატომ მივისწრაფვით ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

შეხვედრა დადებითად შეაფასეს სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ და ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - ფიქრია გიორხელიძემ და თამილა თუთბერიძემ.

„წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ! ევროპა ჩვენი სახლია!“- ასეთია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი. 

„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა მოვალთ იმედად ხვალის“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება