სიახლეები
სკოლები

საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსპერიმენტები ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში
15-11-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლას, ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრა და STEM კლუბის წევრი მოსწავლეები სტუმრობდნენ. 

სტუმრობის მიზანი დამეგობრებისა და შემდგომში STEM პროექტებში ერთად მუშაობის გაგრძელება გახლდათ. 

სტუმრებმა, მასპინძელი მოსწავლეების ჩართულობით საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსპერიმენტები ჩაატარეს, ფიზიკა ინჟინერიასა და ქიმიაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაფერი, რაც მოსწავლეებმა შეხვედრაზე წარადგინეს, იყო მათივე ხელით დამზადებული.

მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი პრეზენტაციით, დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და პერსპექტიული პროექტები წარუდგინეს.

შეხვედრის ბოლოს კი, ხელმძღვანელებმა - ელისო და ბაია აბრამიშვილებმა და სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ STEM კლუბის წევრებმა, დიდი სურვილი და მზაობა გამოთქვეს, რომ მოამზადებენ ერთობლივ პროექტს და წარადგენენ ინოვაციურ კონკურსებზე.

ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სტუმრებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება