მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესამე თაობის ეროვნული გეგმის გზამკვლევში, დეტალურადაა გაწერილი, რომ თითოეული საგნის სასწავლო გეგმა გაყოფილია ორ ნაწილად: პირველი ნაწილია საფეხურეობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს;
მეორე ნაწილია წლიური პროგრამა - ის სარეკომენდაციო ხასიათისაა აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.
წლიური პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საგნობრივი სასკოლო გეგმების გასავითარებლად. წინა თაობების კურიკულუმებში არ იყო ნაჩვენები, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა განაწილებულიყო დროში სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნები და როგორ უნდა დაგეგმილიყო თანადროულობაში მოცემული მოთხოვნების ქრონოლოგიურად სწავლა-სწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახის დონეზე დანერგვისას სასკოლო სასწავლო გეგმის დამაკვალიანებელი ინსტრუმენტის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. ამას ნათლად ადასტურებს სკოლებში წარმოებული სილაბუსებისა და თემატურ-კალენდარული გეგმების ანალიზი.სარეკომენდაციო წლიური პროგრამები ასრულებენ „ხარაჩოს“ ფუნქციას, რომლითაც ხელმძღვანელობს სკოლა და მასწავლებელი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
„სურვილისამებრ, მასწავლებელს შეუძლია პირდაპირ გაჰყვეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ვარიანტს, ან შემოქმედებითად მიუდგეს საქმეს და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს; ან სულაც გვერდზე გადადოს რეკომენდაციები და იმავე პრინციპების დაცვით ახალი ვარიანტი შექმნას. ამ მხრივ სკოლებსა და მასწავლებლებს თავისუფალი არჩევანი აქვთ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი