სიახლეები
სკოლები

ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
16-11-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორისტთა შეკრებას შეუერთდნენ და მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიბაზე მათი ჩაწერილი ხალხური წეს-ჩვეულებები და მოხსენებები წარადგინეს. 

11 ნოემბერს, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა  21-ე შეკრებაში მონაწილეობდნენ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები - ანუკი  ემირიძე, ლიზი ჟიჟავაძე და თათია მესხიძე ( მასწავლებელი ნაირა ჟიჟავაძე) თემით „ზოგიერთი წეს-ჩვეულება ჩვენი სოფლიდან“ და  X კლასის მოსწავლეები ბაია მეგრელიძე, ანა ირემაძე, ელენე ხინიკაძე, მარიამ მოწყობილი და ელენე ტაკიძე ( მასწავლებელი ინგა მიქელაძე ) თემით - „ჩვენი სოფლის ფრაზეოლოგიზმები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს მოძიებული რესპოდენტებისგან ჩაწერილი საქორწინო წესები - ნიშნობა, წვეული ღამე, ქორწილი თავისი ბრძნებით,  გევეზობა, ფეხნაქცევობა, რომლებსაც თითქმის აღარავინ იცავს და უკვე წარსულის კუთვნილებაა. საინტერესო იყო ფრაზეოლოგიზმები, რომლებიც დროს ტრადიციებზე მეტად უძლებენ და დღესაც ცოცხლობენ სოფელში.  

„ფოლკლორისტთა შეკრებამ, როგორც ყოველთვის, უდიდესი როლი შეასრულა მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების ხელშეწყობაში, ცოდნის, კვლევითი უნარების წარმოჩენა-გაღრმავებაში, გააძლიერა ინტერესი ქართული ფოლკლორისადმი“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება