სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში საინტერესო საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა
16-11-2023
-
+


ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ეწყობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის დაწყებით კლასებში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.

ბავშვებმა ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ზეიმს ბაღის პედაგოგები და აღსაზრდელები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

„დღე, ჩვენს საოცარ სტუმრებთან, ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებთან, ერთად, თბილი, სასიამოვნო, საინტერესო, შემეცნებითი, ჯადოსნური, სიყვარულით სავსე წუთებით იყო დატვირთული“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებამ იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.

„ჩვენმა ძვირფასმა ბავშვებმა და შეუდარებელმა მასწავლებლებმა, განსაკუთრებულმა მაესტრომ, ქალბატონმა ნატო გელოვანმა, კიდევ ერთხელ გაგვილამაზეს დღე და დადებითი ემოციებით აგვავსო.

დიდი მადლობა ძვირფას სტუმრებს მობრძანებისთვის! გვახარებს მათთან თანამშრომლობა და ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობა. მრავალი ბედნიერი და სიხარულით აღსავსე დღე ქუთაისის N20 საჯარო სკოლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება