სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, დანიური მეთოდის გამოყენებით, მათემატიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ
16-11-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მრავალფეროვან გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც მათ მოტივაციას ამაღლებს.

ამჯერად, პედაგოგმა, ქეთი კილასონიამ მე-3 კლასელებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა, რომელიც ღია სივრცეში, დანიური მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

მათემატიკის გაკვეთილი - „განძის მაძიებლები“ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩატარდა. 

გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებელმა ასევე მიმართა სწავლა-თამაშით მეთოდს (ვმოძრაობთ და ვსწავლობთ).

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს ამოცანების პოვნისა და ამოხსნის შემდეგ უნდა მიეგონოთ დამალული „განძისთვის“.

კლასი ორ გუნდად გაიყო. გამარჯვება გუნდ „მწავანეებს“ ერგო. მათ მოახერხეს სწორად და დროულად, ამოცანების ამოხსნა და „განძის“ პოვნა.

„საბოლოოდ მაინც ყველა გამარჯვებულია, რადგან ერთი მიზნისთვის იბრძოდა ყველა“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„უდიდესი მადლობა ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს - შორენას და მისი გუნდის წევრებს გვერდით დგომისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება