სიახლეები
სკოლები

ორლოვკისა და გორელოვკის N3 საჯარო სკოლების საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების ინიციატივით, მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა
16-11-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკისა და გორელოვკის N3 საჯარო სკოლების საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების ინიციატივით, ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.  

მოსწავლეებს გადაეგზავნათ მასალები, მათ დაამუშავეს ინფორმაციები და მოამზადეს მოხსენებები პრეზენტაციის სახით. კონფერენციას წინ უძღოდა ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსწავლეებმა კონფერენციის ორგანიზატორებისგან მიიღეს რეკომენდაციები და მითითებები.

მოსწავლეებმა საკუთარი პრეზენტაციები გაამდიდრეს ფერადი სლაიდშოუებით (PowerPoint). აღსანიშნავია, რომ ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და ღირსეულად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. 

მომხსენებლები:

  • ანუკი ვანაძე (გორელოვკის N3 საჯარო სკოლა - XI კლ.); 
  • დიანა სირაძე (გორელოვკის N3 საჯარო სკოლა - IXკლ.); 
  • რომან ართმელაძე (გორელოვკის N3 საჯარო სკოლა - XI კლ.); 
  •  ნანა ბერიძე (ორლოვკის საჯარო სკოლა - XI კლ.); 
  •  რაშიდ ჭელიძე (ორლოვკის საჯარო სკოლა - XI კლ.); 
  • გენადი ჭელიძე (ორლოვკის საჯარო სკოლა - XI კლ.). 

აღსანიშნავია, მე-11 კლასის მოსწავლის ნანა ბერიძის პრეზენტაციის ბრწყინვალე უნარი. 

კონფერენციას დაესწრო სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე, ასევე, ისტორიის მასწავლებელი ჯიმშერ კაპანაძე, გეოგრაფიის მასწავლებელი ელენე ლოლაძე, სასკოლო საზოგადოების სხვა წევრები და მოსწავლეები. 

კონფერენციის თემა გახლდათ ახლო აღმოსავლეთი.

მიზანი კი:

  • მოსწავლეთა ინფორმირება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე;
  • ტოლერანტობის, ემპათიის, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; 
  • ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე; 
  • სამეცნიერო კვლევა-ძიების, პრეზენტაციის, ანალიზის  უნარების განვითარება. 

საკონფერენციო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები: 

  • ნაშრომის ორიგინალურობა; 
  • ნაშრომის შინაარსი: თანმიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებული დასკვნები: 
  • მოძიებული ინფორმაციის შედარებითი და კრიტიკული ანალიზი; 
  • პრობლემის ხედვა და შეფასება; 
  • ნაშრომის ენა, სტილი, ტექნიკური მხარის სისწორე. 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება