TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„სკოლის ეზო იზოლირებულია, ძაღლებსაც არ ვუშვებთ“ - ნახახულევში კარანტინი გამოცხადდა
16-11-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახახულევში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაავადების ფაქტის გამო კარანტინი გამოცხადდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს. იცრება ცხოველები და მათი მაქსიმალური იზოლაცია ხდება.

სოფელში გამოცხადებული კარანტინი უშლის თუ არა ხელს საგანმანათლებლო სექტორს და ხომ არ შეფერხდა სასწავლო სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში  - ამ კითხვით ადგილობრივი საგანმანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ქობალიას მივმართეთ.

როგორც რესურცენტრის უფროსმა გვითხრა, მოსახლეობისთვის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, სწავლა ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უკვე დაიწყეს. ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში ცხოველების ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის ეზოც იზოლირებულია და არც ძაღლებს არ ვუშვებთ ეზოში“, - განახცადა etaloni.ge-სთან საუბრისას ხათუნა ქობალიამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც დაავადებულ ცხოველთან იყვნენ კონტაქტში, აყვანილნი არიან ანტირაბიულ კონტროლზე.

კარანტინი დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს და ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება