სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„მიხარია, რომ ჩემი მასწავლებლები და სკოლა ვასახელე“- ჭიათურის, ამბროლაურის, თერჯოლისა და მარნეულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
20-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ერთვებიან. მათ იციან, რომ ტრადიციადქცეულ კონკურსში ცოდნის გამოვლენა და დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ჭიათურის, ამბროლაურის, თერჯოლისა და მარნეულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი მოსწავლეები“ ესაუბრნენ.

ხათუნი ბრეგვაძე, ჭიათურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

როდესაც კონკრეტული მოსწავლე კონკურსში ერთვება, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის იბრძვის და გიორგი ბოყველი ძალიან მოწესრიგებული, გონიერი, საზრიანი, კრეატიული მოსწავლეა. ძალიან გამიხარდა, რომ მან გაიმარჯვა. მას ამ წარმატებას მთელი სასკოლო საზოგადოება ულოცავს. რაც შეეხება ფინალს, დადებითი მოლოდინები გვაქვს, მოსწავლე მოემზადება და იმედია, ჩვენს მოლოდინებს გაამართლებს. „ეტალონის“ კონკურსები ძალიან მომწონს, რადგან ნამდვილი ცოდნის ზეიმია, მოსწავლეებისთვის საინტერესოა და რაც მთავარია, მათ საკუთარი ძალების მოსინჯვა შეუძლიათ.

სალომე მიქაძე, ჭიათურის N7 საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ წელს მოსწავლეები კონკურსში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. მათ ტესტები დიდი ხალისით შეასრულეს, შემდეგ კითხვებზეც იმსჯელეს. რაც შეეხება გამარჯვებულს, ნიჭიერი მოსწავლეა, რომელიც ყველა საგანს მონდომებით ეუფლება, თუმცა უფრო ტექნიკური საგნებისკენ აქვს მიდრეკილება. ის მოაზროვნე, დინჯი ადამიანია და ვფიქრობ, რომ მისი ეს თვისებები გამარჯვებაში დაეხმარა. მეორე ეტაპზე ძალიან მობილიზებული იყო.

გიორგი ბოყველი, ჭიათურის „ეტალონი მოსწავლე“:

თავდაპირველად, როდესაც კონკურსის პირველ ეტაპში ჩავერთე, მეორე ეტაპზე გადასვლის იმედიც არ მქონდა. თუმცა მეორე ეტაპზე გადავედი და ამან დიდი სტიმული მომცა. მეორე ეტაპზე გადასვლის შემდეგ დავიწყე კონკურსისთვის გარკვეულწილად მომზადება. „ეტალონი“ ძალიან მომეწონა, კითხვებისთვის პასუხის გასაცემად ზოგადი ცოდნაც საჭირო იყო. ჩემთვის ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ მეტად თავდაჯერებული გავხდე. ფინალისთვის უკვე ვემზადები, გამარჯვების სურვილი მაქვს.

თინათინ გოგობერიშვილი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:


პროექტი „ეტალონი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში განათლების მიღების მოტივაციის გაზრდის საქმეში. ისინი კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან და ცოდნას ავლენენ. ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროექტში და ეს აქტიურობა სამომავლოდაც გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა პროექტ „ეტალონის“ გუნდს.

შორენა გელოვნიშვილი, ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ისინი ბევრად უფრო მოტივირებულები ხდებიან. ამისთვის კი, „ეტალონის“ მთელ გუნდს დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა ჩვენს მოსწავლესაც, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო. სხვათა შორის, რამდენიმე მოსწავლის წარმატებას ველოდით და მართლაც, მათ კარგი შედეგი ჰქონდათ.

გვანცა გვენცაძე, ამბროლაურის „ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ მონაწილეობა პირველად მივიღე. ეს საკუთარი ზოგადი ცოდნის შესაფასებლად, ჩემთვის ახალი და უცხო გამოწვევა იყო. თავიდან ვნერვიულობდი და არც წარმომედგინა, რომ მესამე ეტაპზე გადავიდოდი. მადლობა „ეტალონს“, ასეთი გამოცდილებისთვის.

ვერა ქოჩიაშვილი, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ინტელექტუალური კონკურსია, რომელიც ყველა საგნის ცოდნას მოითხოვს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეთა განვითარებისთვის, მათი ცოდნის წარმოჩენისა და მოტივირებისთვის კარგია. რომ გითხრათ, თათია კირკიტაძის გამარჯვება მოულოდნელი იყოო, ასე ნამდვილად არ არის. ის ძალიან კარგი მოსწავლეა. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეები ამ პროექტში ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩემი დამოკიდებულებაც მხოლოდ დადებითია.

ანა რობაქიძე, კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

ამ კონკურსში ჩვენი სკოლის მოსწავლის მიღწევა, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული მოსწავლისთვის, ისე მთელი სკოლისთვის. „ეტალონის“ საშუალებით, ბავშვები ცოდნას ავლენენ, მეტად მოტივირებული ხდებიან. რაც შეეხება თათია კირკიტაძეს, მის წარმატებას ნამდვილად ველოდი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგ შედეგს დააფიქსირებდა. თათია ფინალისთვის აქტიურად ემზადება, მეცადინეობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

თათია კირკიტაძე, თერჯოლის „ეტალონი მოსწავლე“:

მიხარია, რომ ჩემი მასწავლებლები და სკოლა ვასახელე. ზოგადად, დადებითი მოლოდინები მქონდა და პირველი ადგილის დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. უკვე ფინალისთვისაც ვემზადები, კონსულტაცია დირექტორთანაც გავიარე. „ეტალონში“ წელს პირველად ჩავერთე, კონკურსი მომეწონა, საინტერესო და დამაფიქრებელი კითხვები იყო.

ვუსალ ბაირამოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი „ეტალონის“ მთელ გუნდს, ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის. მთელ სასკოლო საზოგადოებას - მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გვიყვარს „ეტალონი“. მოსწავლეები კონკურსში მონდომებით ერთვებიან, სიგელებს იმსახურებენ, ეს კი მათთვის მოტივაციაა. „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ჩვენმა მოსწავლემ რომ მოიპოვა, სასიხარულო და საამაყო ფაქტია.

მერი ხაჩიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ამ კონკურსში მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან და გამარჯვების სურვილიც აქვთ. უნდა აღვნიშნო, რომ მუჰამედ ზარგაროვი ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული მოსწავლეა და ძალიან ცდილობს, რომ ყველა აქტივობაში გამოიჩინოს თავი. რაც შეეხება „ეტალონს“ ჩემი დამოკიდებულება ძალიან დადებითია.

მუჰამედ ზარგაროვი, მარნეულის „ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვება ძალიან გამიხარდა, ბედნიერი ვარ. კითხვები ძალიან მომეწონა, მათემატიკიდან, ისტორიიდან, გეოგრაფიიდან ლიტერატურიდან იყო. ტესტებს თავი კარგად გავართვი. ეს წარმატება ჩემთვის მოტივაციაა. ფინალისთვის მომზადებაც დავიწყე, სხვადასხვა მასალას ვკითხულობ.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება