სიახლეები
სკოლები

ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს 
16-11-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს.

ამ დღეს, საკლასო ოთახი საზეიმოდ მოირთო, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელმა - ზარუჰი ბდოიანმა, „ანბანის შებრძანებას“ სკოლაში, ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა, რომელშიც ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ.

„ლამაზად მორთულ კლასში პირველკლასელებმა სახალისო და საინტერესო ლექსები წაიკითხეს და „ანბანს“ სიმღერები მიუძღვნეს“, -  აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც გვიყვებიან, ასეთი სახის ღონისძიებები სკოლაში უკვე ტრადიციადაა ქცეული.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ჯანმრთელობასა და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სწავლის მიმართ ინტერესს მეტად უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება