სიახლეები
სკოლები

ოჩესა და ტალერის სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლის - ელიკო აკობიას სტატია - „ციფრული განათლება“ საერთაშორისო ონლაინ ჟურნალში დაიბეჭდა
16-11-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩესა და ტალერის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელი ელიკო აკობია პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული, შედეგებზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის კარიერული წინსვლა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც ბევრს შრომობს და წარმატებასაც აღწევს. მისი დევიზია - „არასდროს შეწყვიტო სწავლა“.

როგორც თავად აღნიშნავს, ის ასევე ძალიან კომუნიკაბელურია, რაც პროფესიაში ეხმარება. პედაგოგი ბევრ საგანმანათლებლო ორგანიზაციაშია ჩართული, მაგალითად როგორიცაა: „ IIU“, „21st xigis skills“, „Global future foundation“

„ამ ორგანიზაციებში ვმონაწილეობ როგორც მომხსენებელი, მოდერატორი და პანელისტი. მუდამ ვეძებ სიახლეებს და ვნერგავ სასწავლო პროცესში“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

ამჯერად, პედაგოგმა მორიგ წარმატებას მიაღწია და მისი სტატია თემით - „ციფრული განათლება“  საერთაშორისო ონლაინ ჟურნალში „Education Jagat-ში“ გამოქვეყნდა.

პედაგოგის ინგლისურენოვანი სტატია საინტერესო საკითხებს ეხება. მაგალითად, როგორიცაა ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა.

იხილეთ სტატიის ბმული


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება