სიახლეები
სკოლები

თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავეს
16-11-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიება სარფის საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც პირველობისთვის ერთმანეთს 32 სკოლის 160 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კონკურსში მესამე ადგილი, 62 ქულით, სწორედ თხილნარის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომლის კაპიტანი იყო - ელენე აბესლამიძე - VII კლასის მოსწავლე, გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლიზი ცეცხლაძე - VII კლასი, გიორგი დევაძე - VII კლასი, ნინი აბულაძე - VII კლასი, ანდრია ფუტკარაძე - VI კლასი. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ისინი „ეტალონის“ გუნდსა და მის უცვლელ წამყვან გოჩა ტყეშელაშვილს მადლობას უხდიან. 

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ მიმდინარეობისას, მონაწილეებს ტრადიციულად ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება