სიახლეები
სკოლები

სხალთის საჯარო სკოლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგ ნაზიბროლა მიქელაძეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს
17-11-2023
-
+


აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, წამყვანი პედაგოგი ნაზიბროლა მიქელაძე 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის შრომისმოყვარეობითა და საქმის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა.

პედაგოგის წარმატებას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მთელ აჭარაში იზიარებენ და მისით ამაყობენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს, როგორც მას სკოლაში უწოდებენ, ხულოს თემში რჩეულთაგან ერთ-ერთს თემის კულტურის სახლში საგანგებო შეხვედრა გაუმართეს.

საქართველოს განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა უმაღლესი - ეროვნული ჯილდოს დაწესებით და თერთმეტი რჩეული მასწავლებლის წარმოჩენით გააფერადა ჩვენი ყოფა. ღირსეულს - ღირსეული დაფასება! საქართველოს ნახვა და დანახვა თუ გინდათ, აუცილებლად მთას - საქართველოს მთას უნდა ეწვიოთ და სამშობლოს შესაფერისად დანახული და დაფასებული ადამიანები იქ დაგხვდებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგის სიხარულს, როგორც სკოლაში გვიყვებიან საზღვარი არ ჰქონდა. აღნიშნული საღამო ემოციებით დატვირთული და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„უკვე მერამდენედ დამადინეს სიხარულის ცრემლი ჩემი ჯილოს დანახვით, აღიარებით და მილოცვით. ყველას გისურვებთ იმის განცდას, რასაც 27 ოქტომბრის - დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაზე განვიცადე. გაუნელებელი სიხარული იმის გამო, რომ: თუ რამე მიკეთებია მისხალმისხალ დანახული და დაფასებულია. ეს შეუდარებელი განცდაა - ამბობს პედაგოგი ნაზიბროლა მიქელაძე, რომლის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი საღამოსთვის საგანგებოდ მოემზადნენ სხალთის თემის კულტურის სახლში.

აღნიშნულ საღამოს იყო მილოცვები, გულწრფელი კეთილი სურვილები, ცეკვები და სიმღერები, ყვავილები და ნამდვილი დღესასწაული სცენაზე, რომელზეც წამყვანი ერთიმეორის მიყოლებით აცხადებდა მონაწილეთა სახელებსა და გვარებს, მათ მიერ საგანგებოდ ნაზიბროლა მიქელაძისადმი მიძღვნილს სურპრიზად.

მისალოცი სიტყვებით გამოვიდნენ -  სხალთის დირექტორი თემურ შაინიძე, ასევე ძმაგულის, ფაჩხის, წაბლიანის და კვატიის სკოლის დირექტორები, რომელბმაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს პედაგოგ ნაზიბროლა მიქელაძის ღვაწლი ხეობის მოსახლეობისა და მათი შვილების აღზრდასა და განათლებაში გაწეული ამაგი, ასევე მისი წვლილი კულტურის სფეროში.

„მათ აღნიშნეს, რომ დანახულია ნაზის ყველა გაწერული საქმიანობა და ისინი მას ღირსეულად აფასებენ, რაც დანახული და დაფასებულია სახელმწიფოს მიერ, განათლების სამინიტრომ ის რჩეულებს შორის ნამდვილად ღირსეულად აღიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხალთისა და ძმაგულის საჯარო სკოლების მოსწავლეები და სხალთის საჯარო სკოლის ლიტერატურულ-შემოქმედებითი კლუბის „ჩვენი საუნჯის“ წევრები.

მათმა მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებულმა ქართულმა ცეკვებმა დაამშვენა ღონისძიება. ამ მოცეკვავეთა დიდი ნაწილი ჩართულია სხალთის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ჯგუფის საქმიანობაში.

სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელს ლექსები მიუძღვნეს და გაახარეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი ლექსებით.  

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დაამშვენა სხალთის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ჯგუფის შესრულებულმა სიმღერებმა. მათ შორის იყო თავად პედაგოგ ნაზიბროლა მიქელაძის დაწერილ ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.

„განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ნაზი მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა გამოსვლა, რომელიც სწორედ მასაწავლებლებს ეძღვნებოდა. ღონისძიების დასასრულს ნაზიბროლა მიქელაძემ - ჩვენმა ღირსეულმა და დაფასებულმა მასწავლებელმა  გულმხურვალე მადლობა გადაუხადა დამსწრეთ სტუმრებს, ადგილობრივებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და კოლეგებს მოწყობილი გულთბილი შეხვედრისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში

ღონისძიების ორგანიზატორი სხალთის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი ალიოშა გორგილაძე გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება