სიახლეები
სკოლები

კულიკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით დაიწყეს 
17-11-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ჩაერთნენ.

გაკვეთილზე, ბავშვები პირველ ასო-ბგერებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას თავადაც ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განწყობა ლამაზად და სადღესასწაულოდ მორთულმა საკლასო ოთახმა კიდევ უფრო აამაღლა.

ეს დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული პირველკლასელისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება