სიახლეები
სკოლები

„ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას!“ - საინტერესო პროექტი საყუნეთის საჯარო სკოლაში
17-11-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში 16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

 მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას".

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბროშურები, დაამუშავეს საინფორმაციო ტექსტები და შესაბამისი ლიტერატურა, ასევე მოაწყვეს პრეზენტაციები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ტოლერანტობის საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. პროექტი მოიცავდა ორი საგნის ინტეგრირებას: ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების.

ტოლერანტობასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება ნოდარ დუმბაძის - „ბოშები“ და ნიკო ლორთქიფანიძის - „დადიანის ასული და მათხოვარი“.

პროექტის შეჯამების მიზნით გაიმართა დისპუტი მონაწილე მოსწავლეებსა და აუდიტორიას შორის.

მოსწავლეებმა გაითავისეს ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა, გაიაზრეს თუ როგორ გამოიყენებენ შეძენილ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა გელაშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ავეტისიანი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება