სიახლეები
სკოლები

„მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში“ - ​შუაღელეს საჯარო სკოლის პირველ კლასში საანბანო პერიოდის დაწყებას ღია გაკვეთილი მიეძღვნა
17-11-2023
-
+


ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

„ანბანის შებრძანებას“ სკოლაში, ღია გაკვეთილი „მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში“ მიეძღვნა, სადაც პირველკლასელებმა სხვადასხვა საინტერესო, სახალისო აქტივობები შეასრულეს.

„ცოდნის სკივრიდან“ „აი ია“ ამობრძანდა და პატარებს ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მასწავლებელ მაია ქათამაძესთან ერთად კარი გაუღო“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვები დიდი ინტერესითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ პირველ ასო-ბგერებს, რომელთა მოხაზვასაც თავადაც დიდი მონდომებით ცდილობდნენ.

„გაკვეთილზე ამაღლებული განწყობით, პატარების აციმციმებული თვალებით, უჩვეულო ხალისით გაკვეთილზე საზეიმო განწყობა შეიქმნა“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება