სიახლეები
სკოლები

„გაკვეთილი მატარებელში“  - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
17-11-2023
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მოსწავლეებს მრავალხმრივი განვითარების, შემეცნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებსა და ექსკურსიებს სთავაზობენ.

„გაკვეთილი მატარებელში“ - ასეთი სახელწოდებით განხორციელდა მორიგი გასვლითი სასწავლო ექსკურსია მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებთან, შემდეგი მარშუტით - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- ზესტაფონი.

აღნიშნული სასწავლო ექსკურსია გეოგრაფიის პედაგოგის - რუსუდან გურგენაშვილის ინიციატივით განხორციელდა.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში, გვიყვებიან, მატარებლიდან ინტერესით დაათვალიერეს ყვირილის ულამაზესი ხეობა, ძველი და ახალი რკინიგზა, გაიხსენეს მისი დაარსების ისტორია, რომელიც უკავშირდება ჭიათურის მანგანუმის მოპოვებას.

მათ ასევე ისაუბრეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, დაათვალიერეს სალიეთის მარმარილოს კარიერი, ჭიათურის მაღაროს ცნობილი გამამდიდრებელი ქარხნები.

„მოსწავლეებში დიდი გაოცება გამოიწვია გამამდიდრებელ ქარხნებამდე ჩამომდინარე ყვირილის სისუფთავემ, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან მკვეთრად იცვლის ფერს დაბინძურების გამო. ისინი ინტერესით ათვალიერებდნენ გეოლოგიური ერების წარმონაქმნ ქანებს, რომლებიც საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ანაბასისელებმა“ მოინახულეს ციხესიმაგრე - „მოდინახე“ ( გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 700 მეტრზე.  XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლმა ააშენა), საიდანაც საჩხერის რელიეფს დააკვირდნენ.

აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის, სავანის, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ბავშვებმა ჭიათურაში მოინახულეს მღვიმის მონასტერი (XIII საუკუნეში რატი რაჭის ერისთავის მიერ დაარსებული), ჭიათურის ცნობილი საბაგიროდან დაათვალიერეს ქალაქის რელიეფი, მარგანეცის გადამზიდი „ვაგონეტები“, ნახეს კაცხის სვეტი ( V-VI სს.), იმერეთის მაღლობიდან დაათვალიერეს და ერთმანეთს შეადარეს კავკასიონის ქედი და მესხეთის ქედის გაგრძელება, სამხრეთ მთიანეთი.

ამის შემდგომ საშინაო დავალების სახით მოსწავლეებს დაევალათ ერთმანეთისთვის შეედარებინათ საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის რელიეფები.

„გეოგრაფიის საკითხებთან ერთად, მოსწავლეებმა ისაუბრეს პეიზაჟზე, შემოდგომის ფერებზე (ხელოვნება), გარემოს დაბინძურებასა და პრევენციულ ღონისძიებებზე (მოქალაქეობა)“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სასწავლო ექსკურსიიდან მოსწავლეები შინ სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

ექსკურსიაზე განხორციელებულ აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: რუსუდან გურგენაშვილი, თეა სამხარაძე, ნანა გიორგაძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსკურსიები და აქტივობები ბავშვებს ქვეყნის კუთხეების ღირსშესანიშნაობებს უკეთ აცნობს და საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება