სიახლეები
სკოლები

ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ბიჭი და ძაღლი“ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
17-11-2023
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებსა და პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამართეს პრეზენტაცია თემაზე - არჩილ სულაკაურის - „ბიჭი და ძაღლი“.

ბავშვები ჯგუფებად დაიყვნენ და ისაუბრეს მოთხრობაში წამოჭრილი პრობლემების შესახებ. მათ გამოჰყვეს საკითხები, დაამზადეს პლაკატები, ბუკლეტები და ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

გაკვეთილზე, თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა შემუშავებული საკითხები, მათი დამზადებული ვიზუალური რესურსები.

I ჯგუფმა შექმნა ლექსიკონი და კომიქსი, II ჯგუფის წევრებმა გეგმა შეადგინეს, III ჯგუფს - პერსონაჟის რუკის შექმნა დაევალა, IV ჯგუფმა ისაუბრა თემაზე - „არა ძალადობას!“ V ჯგუფმა კი თემაზე - „არა ბულინგს!“ საინტერესო ნამუშევარი წარადგინა.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება