სიახლეები
სკოლები

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება გააცოცხლეს
17-11-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, შვედი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის ​დაბადების დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

საყვარელი მწერლის დღე II4 კლასის მოსწავლეებმა, დიდი ხალისით იზეიმეს და მოირგეს პერსონაჟების კოსტიუმები. 

ბავშვებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ რუსუდან თოიძესთან ერთად, წაიკითხეს ეპიზოდები ნაწარმოებებიდან და უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო დღეების ფარგლებში, კლუბ „საზღაპრეთში“ შვედი მწერლის ნაწარმოებების გმირები „გამოჩნდნენ“: საოცარი კარლსონები, გოგონები პეპის გრძელი წინდებითა და კიკინებითა და საოცარი განწყობა შექმნეს.

მე-3 კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს: რუსუდან თოიძეს და ლამარა გოგიბერიძეს, განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარებმა ლელა სურმანიძემ და ნანა კვაჭაძემ უმასპინძლეს. მოზარდებს საყვარელი მწერლის იუბილე მიულოცეს, სკოლისა და ბიბლიოთეკის ურთიერთობაზე, წიგნის კითხვისა და ბიბლიოთეკაში სიარულის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

ბიბლიოთეკარმა, მოსწავლეებს საბავშვო მწერლის უკეთ გასაცნობად მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ასტრიდ ლინდგრენი - „ბავშვი ჩემში“, წარუდგინა.

მოსწავლეებმა ლინდგრენის ნაწამოებებიდან საყვარელი ამონარიდები წაიკითხეს და ზღაპრებიდან, რამდენიმე ეპიზოდი დიდი ოსტატობით გააცოცხლეს. 

მოსწავლეებმა, ასევე გაიხსენეს მწერლის საყვარელი ფრაზა, რომელიც მისი ცხოვრების დევიზად იქცა - „ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა“.  

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 16 აგვისტოდან შეეძლებათ - საფასური, ვადები და ინსტრუქცია

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის თითოეული პედაგოგი ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს

    სასკოლო საზოგადოება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება